„მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სამჯერ ვიმეორებთ“,-კომუნისტები და სტალინისტები დღეს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და საბჭოთა დიქტატორის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს.
ძეგლის აღდგენის გარდა, აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ-რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მოქალაქეებს ეხურათ ქუდები და ეკეთათ შარფები რუსული წარწერით – СССР. ძეგლის ადგილზე მათ ყვავილები დაალაგეს და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს.
აქციის მონაწილეებმა ამ შეკრებით იოსებ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავი აღნიშნეს.
ცნობისთვის, გორში 2010 წლამდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი იდგა.