ბერა ივანიშვილი იუბილარია. ის 25 წლის გახდა. უკვე მამის აპლუაში ბერა უამრავ მილოცვებს იღებს. ნანუკა გუდავაძე “ინსტაგრამზე” ბერუკასთან ერთად გადაღებული ფოტოთი ულოცავს მეუღლეს დაბადების დღეს.
“გილოცავ ჩემო სიყვარულო, გვიყვარხარ”- წერს ნანუკა.
ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს 29 ნოემბერს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც დედ-მამის გაერთიანებული სახელი, ბერუკა დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს, ახლა კი მათ სოციალურ ქსელებში ბერუკასთან ერთად გადაღებულ ბევრ სურათს უნდა ველოდოთ.
https://www.instagram.com/p/B6a_kcmBQMK/