ესპანურმა გამოცემა AS-მა ყველა დროისა და ხალხების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ესპანელმა ჟურნალისტებმა კარში სსრკ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე ლევ იაშინი დააყენეს.
დაცვაში განლაგდნენ: პაოლო მალდინი (იტალია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), ბობი მური (ინგლისი), კაფუ (ბრაზილია).
ნახევარდაცვა ასე გამოიყურება: ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა), დიეგო მარადონა (არგენტინა), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), იოჰამ კრუიფი (ჰოლანდია).
წინა ხაზზე არიან: ლიონელ მესი (არგენტინა), პელე (ბრაზილია).
რონალდო? – რა, არ ეკუთვნის?
ცოტა ხნის წინ მარადონამ განაცხადა, რომ დი სტეფანო მასზე უკეთესი იყო.
მესი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ექვსი „ოქროს ბურთი“ მოიგო.