LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ “ტოქსიკურ” ადამიანებს

3142
facebook-share-28943-2x

ტოქსიკური ადამიანები იყვნენ და არიან ყველგან. ასეთები შესაძლოა თქვენ გვერდით ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ, მეგობრობდეთ მათთან ან ხვდებოდეთ საზოგადოებაში, მაგრამ არ იცოდეთ, რაოდენ დამანგრევლად და დამთრგუნველად მოქმედებენ ისინი თქვენზე.

ასეთები შენით მანიპულირებენ, თავხედურად გექცევიან, გატყუებენ და თუ ფრთხილად არ იქნები, სერიოზული მენტალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდები.

რას ნიშნავს ტოქსიკური ადამიანი?

ისინი ჩვენ გვერდით მრავლად არიან, წამლავენ ჩვენს სულიერ სამყაროს. უიმედობაში გვაგდებენ და ამით თვითონ კარგად გრძნობენ თავს. მათგან თავის დაღწევა არც თუ ისე ადვილია. რა ახასიათებთ ასეთ ადამიანებს?

გამუდმებით იტყუებიან

სულ განსაცდელში არიან

შურიანები არიან

არასდროს თანაგიგრძნობენ

უკითხავად მოდიან სახლში, ოფისში,გაიძულებენ მისი ცხოვრებით იცხოვრო

ყველას ლანძღავენ,ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო არიან

ინტრიგებს ხლართავენ

მუდმივად გაკონტროლებენ

ერთადერთი გამოსავალი ტოკსიკური ადამიანი მოიშოროთ, გაწყვიტოთ მასთან ყოველგვარი ურთიერთობა.სხვაგვარდ თქვენი სიცოცოხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

აი როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ „ტოქსიკურ ადამიანებს“, რომლებიც „გვწამლავენ”:

1.დაამყარეთ საზღვრები დისტანციები და არ მოიხადოთ ბოდიში ამისთვის.

დისტანციების დამყარება ჩვეულებრივი რამაა საკუთარი ნორმალური ფსიქიკისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუ ვინმე არ სცემს პატივს თქვენს საზღვრებს, ისინი არ გცემენ პატივს თქვენ. შეადგინეთ თქვენი პერსონალური საზღვრების სია და არ მოგერიდოთ და შეგეშინდეთ უთხრათ სხვებს თუ მათ გადაკვეთავენ.

2.იცოდეთ რომ ტოქსიკური ადამიანები ადვილად არ დაგტოვებენ.

ეკოსისტემაში ტოქსინებს ძლიერი ანტინივთიერებები უნდათ რომ აღმოიფხვრას. ასეთი ადამიანების უბრალოდ არ ადგებიან და წავლენ. ისინი მოგაწვებიან უკან, იბრძოლებენ, გახდებიან არარაციონალურები, გაბრაზებულები ან ითამაშებენ მსხვერპლის როლს. არ იბრძოლოთ ან დაიცვათ თავი, ამით უბრალოდ გაართულებთ სამქეს და უფრო მეტად ვერ დაანახებთ ვერაფერს,  თქვით სიმართლე და მტკიცედ იდექით თქვენს გადაწყვეტილებაზე.

3.ამოიცანით ტოქსიკურობის ნიშნები ადამიანებში.

უნდა ისწავლოთ როგორ შეამჩნიოთ ნიშნები რომ ადამიანი ტოქსიკურია, რადგან რაც უფრო გვიან შეამჩნევთ ტოქსიკურობის ფესვები უფრო ღრმად იქნება განთქმული. უნდა ისწავლოთ ასეთი ადამიანებისგან თავის დაცვა ისევე როგორც იცით გაციებისგან თავის დაცვა ხელების დაბანით და გრიპიანი ხალხთან ახლო უკონტაქტობით. თუ ადამიანი თავს არაკომფორტულად და არაპროდუქტიულად გაგრძნობინებს ის ალბათ ტოქსიკურია.

და ბოლოს, თუ თქვენ გარშემო მყოფ „ტოქსიკურ ადამიანს“ ამოიცნობთ არაფერი დაშავდება, რომ მარტივად უთხრათ “აღარ მინდა შენი ნახვა” ან „არ მინდა შენთან კონტაქტი“, ასე უფრო ადვილად დააღწევთ თავს ადამიანს.

“მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს” – ფორტუნა აკადემია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g