KU Leuven-ის უნივერსიტეტმა SciSports ერთობლივად ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის უკეთესი გამოავლინა.
მკვლევარებმა 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული მონაცემები გამოიყენეს, სანამ რონალდო „იუვენტუსში“ გადავიდოდა (2018 წ). ამის შემდეგ მათ კვლევა ჩაატარეს, გამოიყენეს სუპერკომპიუტერი და განსაკუთრებული გამოთვლითი ალგორითმი.
სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მესი პორტუგალიელზე უკეთესი აღმოჩნდა 2015/16 წლების სეზონის მიხედვით.
„მოთამაშის ფასი ხშირად გოლებითა და პასებით განისაზღვრება. თუმცა გოლი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უკეთ რომ გაიგოთ: მატჩში საშუალოდ 1600 ქმედება ხდება. ჩვენი მოდელი განიხილავს თითოეულ მოქმედებას – გოლები, გადაცემები, დარტყმები, რომლის შემდეგ ფასდება მოთამაშე.
მესის და რონალდოს პირველი სეზონები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. თუმცა 2015/16 წლების სეზონიდან მესი ჯობნის. არგენტინელს ბევრი მოქმედება აქვს ბურთით, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, ამას კი დიდი ფასი ედება“, – თქვა სწავლულმა ტომ დეკროსმა.
მოკლედ, არგენტინელის შეფასებამ შეადგინა 1.21 ქულა. თავის მხრივ კრიშტიანომ 0.61 მიიღო.