LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის დაპატიმრებული ექს-მერი შაბათ-კვირას რესტორანში ვეღარ ივლის

179
გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი, რომელიც დაპატიმრებულია, შაბათ-კვირას გარეთ გასვლის შეღავათით ვეღარ ისარგებლებს. როგორც  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც დანაშაულის გაცნობიერებას გულისხმობს.  

რატომ იყო პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი რესტორანში – პენიტენციურის განმარტება

პატიმრის რესტორანში ყოფნის ამსახველი ფოტო ყოფილი მერის ცოლმა, ნანა თოდუამ ფეისბუქზე დადო.

შეგახსენებთ, ლაშა გოგია, რომელიც გასულ წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხნის წინ ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ამის ამსახველი ფოტო ცოლმა გამოაქვეყნა. 

ლაშა გოგია და მისი ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა, რომელიც იმავე ბრალდებითაა დაკავებული უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდნენ.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები