LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 დევნილთა ოჯახი წინასაახალწლოდ ბინებით დაასაჩუქრეს

1143
81260494-2660910277297986-7563188725354594304-o

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 6 დევნილ ოჯახს წინასაახალწლოდ ბინები გადასცა. ისინი მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები, სახელმწიფომ მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეიძინა. ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 2 ათასმა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი. მომავალი წლიდან კი 2500-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაბინავება იგეგმება.

 

magti 5g