LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის რჩეული კომპანია რამდენიმე დღეში გამოვლინდება

87

„ხალხის რჩეულის“ გამოვლენამდე 9 დღე რჩება. მომხმარებელს საკუთარი ფავორიტი კომპანისთვის, რომელიც  ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2016“ მონაწილეობს, ხმის მიცემა ჯერ კიდევ შეუძლია. კომპანიების ჩამონათვალის ნახვა  და ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge .

”ჩვენი და ”ჯეოსელის” ერთობლივი პროექტი კულმინაციას მიუახლოვდა, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნომინაციისთვის „ხალხის რჩეული“ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ნომინაციაში „ხალხის რჩეული“  200-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ხმის მიცემისთვის აუცილებელია, რომ  იყოთ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი;  ერთ მომხმარებელს შეუძლია 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა. ხმის მიცემა ონლაინ  რეჟიმში 17  ნოემბრამდე გაგრძელდება, ხალხის რჩეული კი  ის კომპანია გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს”, – აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, „ბიზნესდაჯილდოება 2016“ ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეობის  პოპულარიზაციას.   პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში 523 კომპანია იღებს მონაწილეობას. კოპანიები შემდეგ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული.  ყველა ნომინაციაში, (გარდა ხალხის რჩეულისა), დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე გამოავლინა 3-3 ფინალისტი.

გამარჯვებულები 17 ნოემბერს გამოვლინდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g