LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებთან წავაგეთ

38

15 ნოემბერს, “ოლიმპიკის” საცურაო აუზზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის ევროპული ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 13:14 (3:4, 2:2, 5:5, 3:3) დამარცხდა.

ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი პერიოდი 3:4 დათმეს და ეს მონაკვეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან დარჩენილი სამი პერიოდი ფრედ დასრულდა. ბოლო წუთები დრამატული გამოდგა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა სტუმრებმა ბოლო შეტევა გოლით დაასრულეს.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო დამირ ცრეპულია იყო 4 გოლით, 3 ზურაბ რურუამ გაიტანა, 2-2 მარკო ელაჩამ და მიშა ბაღათურიამ, ხოლო ერთიც კოტე გეგელაშვილმა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის C-ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად რუსეთი და იტალიის ნაკრები ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g