საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მშპ-ს ბოლო მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სომხეთი საქართველოს ისტორიაში პირველად უსწრებს.
„ასეთი რამე არ მომხდარა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი, არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ. არ არსებობს არანაირი მიზეზი, არც გეოგრაფიული და არც რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა ჰქონდეს სომხეთის მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე ქართველებს. ეს ტრიუკი ივანიშვილმა ჩაუტარა საქართველოს.
შევარდნაძის დროს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) შეადგენდა 100 დოლარს, ჩემი მმართველობის პერიოდში 4000 დოლარს. რომ არ მომხდარიყო 2012 წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა, საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე, სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია. საქართველო გახდა უფრო ბანძი ვიდრე ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.