LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტალიკამ“ თავისი ჰიტი სათამაშო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე შეასრულა

98

Metallica–მ თავისი ცნობილი ჰიტი „Enter Sandman“ სათამაშო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე შეასრულა. ჩანაწერი ჯიმი ფელონის ოფიციალურ იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემა „ბილბორდი“ წერს, გამოსვლა „წარმოუდგენელი“ იყო და ცნობილი სიმღერის ასეთ ვერსიას ვეღარსად ვიხილავთ. ცნობილია, რომ კოლექტივის წევრებს თავად ფელონი და ჯგუფი The Roots ეხმარებოდნენ.

ცნობისთვის, ჯეიმს ჰეტფილდს წილად ხვდა სათამაშო კლარნეტი, ლარს უილრიჰს – Fisher Price-ის დოლი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს გამოდის Metallica-ს ახალი ალბომი „Hardwired…To Self-Destruct“, რომელიც პირველი იქნება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g