LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი „ინტისიმის” იუბილეზე ბრწყინავდა

194

მადრიდში ბრენდ „ინტისიმის” 20 წლის იუბილე გაიმართა, რომლის მთავარი სტუმარი ირინა შეიკი იყო. ღონისძიებაში ასევე მოდელები: ჯესიკა გოიკოეჩეა და არიადნა არტილესი მონაწილეობდნენ, თუმცა წამყვანი როლი მაინც ირინას ერგო.

სუპერმოდელი იტალიურ ბრენდთან თითქმის 10 წელია თანამშრომლობს, ამიტომ საიუბილეო საღამოზე მისი გამოჩენა, ბუნებრივია, არავის გაკვირვებია.

შეიკი ბუტიკის შესასვლელში, ტორტით ხელში ხვდებოდა სტუმრებს, რომელსაც თავზე რიცხვი 20 ჰქონდა გამოსახული. მოდელი შავ მინი-კაბაში გამოეწყო, რომელიც მის გლუვ კანს უსვამდა ხაზს, ხოლო ღრმა დეკოლტეში ბრენდის ახალი კოლექციის კომპლექტი ჩანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები