LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენთან მოსვლა ძალიან მიყვარს, რადგან ყოველთვის პოზიტივით მივდივარ აქედან” – ანდრია გველესიანი პრემიერით „არ დაიდარდოში”

99
ანდრია-გველესიანი

რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემის  „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” სტუმარია ანდრია გველესიანი. მომღერალმა რადიოს ეთერი 2019 წელი შეაჯამა და ახალი სიმღერის „ახალი წლის ღამე” პრემიერაც შემოგვთავაზა.

თქვენთან მოსვლა ძალიან მიყვარს, რადგან ყოველთვის პოზიტივით მივდივარ აქედან – ანდრია გველესიანი.

გიყვარს თუ არა ახალი წელი და განსაკუთრებით რომელ დღესასწაულს გამოარჩევდი?

ჩემთვის გამორჩეული დღესასწაული შობაა, რადგან ოჯახთან ასოცირდება და ასევე ძალიან მიყვარს ანდრიაობა. როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ ანდრია ძალიან ცოტა ადამიანს ერქვა, ამიტომ არ მიყვარდა ეს სახელი, დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან შემიყვარდა.

როგორი იყო 2019 წელი, რომ შევაჯამოთ?

სიახლეები ყოველ წელს მაქვს როგორც სამსახიობო, ასევე მუსიკალურ სფეროში. იყო სულ ახალი იდეები და შემოთავაზებები, ამიტომ საკმაოდ შრომატევადი, დატვირთული და წარმატებული წელი აღმოჩნდა ჩემთვის. სულ ვფიქრობ, რომ საავტორო სიმღერები ვწერო, ამიტომ ორ ფლანგზე გავიჭერი და „ორი კურდღლის” მადევარი გავხდი.  ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ თებერვლამდე აუცილებლად ნახავენ ახალ ვიდეოკლიპს. თუმცა ვალენტინობის დღეს გადავიღე ერთი ვიდეოკლიპი ახმეტელის თეატრში, სიმღერაზე My funny valentine, რომელიც ერთ კადრშია გადაღებული. კლიპი გამოვიდა ძალიან კარგი როგორც მუსიკალურად, ასევე გადაღების კუთხით, რაშიც გიორგი ძოწენიძე დამეხმარა.

 

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები