LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველი დაბერების პროცესს აფერხებს

40

ფანტასტიკური სიახლე ყველის მოყვარულებისთვის.  ყველი შეიცავს პოლიამინის ჯგუფის ნივთიერებას, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიკს, აფერხებს დაბერების პროცესს და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. სიახლე კვლევის შესახებ ჟურნალში Nature Medicine დაიბეჭდა.

თავდაპირველად მეცნიერებმა ცდა ქვეწარმავლებზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ყველის ყოველდღიურმა მიღებამ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. მოგვიანებით გამოკითხვა ჩატარდა იტალიის მაცხოვრებლებს შორის. 800-მდე გამოკითხულს, ვინც ყოველდღიურად მიირთმევდა ყველს, არ აწუხებდა ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ასევე მათთან   40%-ით ნაკლები იყო გულის უკმარისობისა და სხვა სახის პათოლოგიების  განვითარების რისკი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოლიამინი ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების განდევნაში, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველი საკმაოდ კალორიულია და მისი მიღება დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ ამტანობაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g