ჰიპ-ჰოპ არტისტმი Cardi B საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. თამამი ლუქებით მისი თაყვანისმცემლები ისედაც განებივრებულები არიან, თუმცა მაშინ, როდესაც ვამბობთ, „ქარდისგან მოულოდნელი არაფერია“, ის ჩვენს გაოცებას კვლავაც ახერხებს.”
ჩონჩხის პრინტიანი ნიღაბი, შავი გრძლბეწვიანი ქურქი და გამჭირვალე შავი ბოდე, საიდანაც თითოეული ტატუ, თუ სხეულის ნაწილი იდეალურად მოსჩანს – სწორედ აღნიშნულ ლუქში წარსდგა რეკორდსმენი ქალი რეპერი მისი მეუღლის, ოფსეტის მიერ ორგანიზებულ Laundered Works Corp-ის შოუზე პარიზში.
„წარმოსახვისთვის აღარაფერი დატოვა“ – წერენ სოციალურ ქსელში რეპერის გამომწერები.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა რეპერმა 2018 წელს გამოსული ჩანაწერით Invasion of Privacy რეკორდი დაამყარა, ნამუშევარმა ბილბორდის ჩარტში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, 92 კვირა გაატარა, ამით არტისტი პირველი ქალი რეპერი გახდა, ვინც მსგავსი რეკორდი მოხსნა.