20 ნოემბერს, პრინცი ჰარი ანტიგუას ესტუმრა, რითიც კარიბის კუნძულების ორკვირიანი ტური დაიწყო. პირველ რიგში ჰარი აეროპორტში დამხვედრ ჯარისკაცებს მიესალმა. სპეციალურად ამ დღისთვის მან ლურჯი პიჯაკი შეარჩია, რომელსაც შავი ფეხსაცმელი და ცისფერი ბაფთა მოუხდინა.
პრინცის ტურნე ანტიგუა და ბარბუდას 35-წლიან და ბარბადოსისა და გაიანას 50-წლიან დამოუკიდებლობას ეძღვნება. აღნიშნული ვიზიტი ჰარისთვის მეორე გახდება კარიბის კუნძულებზე. პირველად აღნიშნულ ქვეყნებში ის 2012 წელს იმყოფებოდა.
ტურნეს ფარგლებში ჰარი ყურადღებას საქველმოქმედო პროექტებს დაუთმობს, ასევე წარმოადგენს ელისაბედ მეორეს კამპანიას – Queen’s Commonwealth Canopy, რომელიც ტყის დაცვის საკითხებს ეხება.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ კი, ჰარიმ მიპატიჟება მიიღო: როდესაც მას უთხრეს, რომ მეგან მარკლზე დაქორწინების შემდეგ, თაფლობის თვის გასატარებლად კარიბის კუნძულებზე ეპატიჟებოდნენ, ჰარი უბრალოდ გაწითლდა.
A spectacular welcome for Prince Harry in Antigua at the start of #RoyalVisitAntiguaBarbuda 🇦🇬 pic.twitter.com/iwdnzctkgU
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) November 20, 2016
