ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს, უთანხმოება დროებით დაივიწყონ. ვარსკვლავურ წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ასეთ გადაწყვეტილებამდე მათ 10 წლის ქალიშვილმა, შაილომ უბიძგა: გოგონამ ორივე მათგანს მისწერა, რომ მადლიერების დღეს ერთად შეხვედროდნენ. ქალიშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ, ჯოლიმ გადაწყვიტა, საკუთარი გეგმები შეეცვალა და პიტს ოჯახში დაბრუნების ნება დართო.
ცნობილი ხდება, რომ ბრედმა მადლობაც კი გადაუხადა ანჯელინას მსგავსი გადაწყვეტილებისთვის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, FBI-მ საბოლოოდ დახურა პიტის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც ბავშვებთან უხეშ მოპყრობას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მას ბავშვებზე მეურვეობის მოპოვების შანსი მკვეთრად გაეზარდა.
