LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ჰიტ ლეჯერის პირადი ნივთები გამოიფინება

242

ავსტრალიაში ჰიტ ლეჯერის პირადი ნივთების გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

მსახიობის ოჯახისა და სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეის შეთანხმებით, გამოფენაზე ლეჯერის პირადი ნივთები იქნება წარმოდგენილი, კერძოდ კი: დღიური, რომელსაც მსახიობი ჯოკერის როლზე მუშაობის დროს აწარმოებდა, ასევე პრემია „ოსკარი“, რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ გადასცეს.

როგორც ლეჯერის მამამ, კიტ ლეჯერმა განაცხადა, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ისინი მუზეუმს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა მისი კოსტიუმების შენახვა, რაზეც სიამოვნებით დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფილმების „ბნელი რაინდი“, „კუზიანი მთა“ და „პატრიოტი“, ვარსკვლავი 2008 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება გამოფენას, ის 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g