მცხეთაში ავტოავარიას სამხედრო ექთანი ემსხვერპლა. მძღოლმა ხიდთან საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში კიდევ 2 სამხედრო პირი იმყოფებოდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
