LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად მომიდუღებია ყავა ბრალდებულებისთვის – იურისტი ლევან მახარაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

3175
pjimage

“ქალბატონ თეას არ უთხრათ, მაგრამ როდესაც პროკურორი ვიყავი, პირადად მე (ასევე ჩემს გამომძიებლებს) ძალიან ხშირად მოგვიდუღებია ყავა ბრალდებულებითვის” – ასე ეხმაურება იურისტი ლევან მახარაშვილი, იუსტიციის მინისტრის განცხადებას.

მახარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას !

ციხეში ხომ შევდივარ დახეული ჯინსებით, მაგრამ ამაზე სავალალო ის არის, რომ ხშირად ლექციებსაც ვატარებ დახეული ჯინსებით ?

P.S. ქალბატონ თეას არ უთხრათ, მაგრამ როდესაც პროკურორი ვიყავი, პირადად მე (ასევე ჩემს გამომძიებლებს) ძალიან ხშირად მოგვიდუღებია ყავა ბრალდებულებითვის, თან საკუთარი ხელით (ყავის აპარატები მაშინ არ გვქონდა).

ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ თითქმის არასდროს მისარგებლია პენიტენციურ სისტემაში საპირფარეშოთი, ამას ვერავინ დამაყვედრის” – წერს მახარაშვილი

 

 

შეგახსნებეთ, პარლამენტში დღეს, 21 იანვარს, სახალხო დამცველმა და იუსტიციის მინისტრმა წლის ანგარიში წარადგინეს. ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრი გააკრიტიკა. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება.

“მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური. ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელსაც აცვია დახეული შარვალი. ამ ადამიანს ოპერაშიც არ შეუშვებენ და არათუ ციხეში” – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.

magti 5g