LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელის მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა

85

თინა ხიდაშელის მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს თავდაცვის ყოფილი მინისტრის კრიტიკისგან.
„ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო შესაბამისობაში იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა მიიღეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g