ჰოლანდიაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 190 ათასზე მეტი იხვი მოკლეს, რათა ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება შეამცირონ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ვირუსი დასახლება ბიდინგჰეიზენში აღმოაჩინეს, ამსტერდამიდან 70 კმ-ში.
გრიპის აფეთქება მანამდე დანიაში, შვედეთში, გერმანიაში და ფინეთში დაფიქსირდა, თუმცა ჰოლანდიის ხელისუფლებამ დაასახელა, კონკრეტულად რა შტამი დაადგინეს ქვეყანაში (H5N8).
მათი ინფორმაციით, ვირუსის დაფიქსირებიდან 3 კმ-ს რადიუსში ამოწმებენ ფერმებში ფრინველებს.
ფრინველის გრიპი შინაური და გარეული ფრინველების ინფექციური ვირუსული დაავადებაა. H5N8 პირველად სამხრეთ კორეაში, 2014 წლის დასაწყისში აღმოაჩინეს.
მოგვიანებით გავრცელდა იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.