LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ეკონომიკურ არენას თმობს, ჩინეთი და რუსეთი კი გასაძლიერებლად ემზადებიან

69

ამერიკა გლობალურ ეკონომიკურ არენას შორდება და გზას ლიდერის პოზიციის დასაკავებლად ჩინეთს და რუსეთს უთმობს.  დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გაწყვიტოს ტრანს – წყნარი ოკეანის ხელშეკრულება (TPP), მსოფლიო ლიდერები დადებითად არ აფასებენ.

„ხელშეკრულება აშშ-ს გარეშე უკვე უშინაარსო ხდება,“ – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ.

რამდენიმე ქვეყანას კი განსხვავებული გზავნილები აქვთ.

„ხელშეკრულება, შესაძლოა, ახალმა ხელშეკრულებამ ჩაანაცვლოს, რომელშიც აშშ აღარ იქნება ჩართული. ამ შემთხვევაში, პარტნიორებს შორის იქნებიან ჩინეთი და რუსეთიც,“ – განაცხადა პერუს პრეზიდენტმა პაბლო პედრო კუჩინსკიმ რუსულ ტელეარხებთან საუბრისას.

ვაჭრობა ბევრი ქვეყნის ლიდერისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კუჩინსკისთვის. გასულ უქმეებზე ის  აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების (APEC) სამიტს მასპინძლობდა, რომელსაც, სხვა ლიდერებთან ერთად, ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მეორე დღესვე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შესვლისთანავე გააუქმებს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ხელშეკრულებას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბაზრები ღია იქნება და ყველა სახის პროტექციონიზმის წინააღმდეგი ვიქნებით,“ – განაცხადეს APEC-ში შემავალი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში.

capture

სანამ ამერიკის ახალი პრეზიდენტი სხვა ქვეყნებთან ბიზნესურთიერთობების გადახედვის პროცესშია, ჩინეთი და რუსეთი მზად არიან, მისი ადგილი დაიკავონ. ჩინეთი უკვე აყალიბებს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას „რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონონიკურ პარტნიორობა“ (RCEP). წევრი კი იქნება ბევრი ქვეყანა, მათ შორის იაპონია, ავსტრალია.

თუ RCEP წარმატებული აღმოჩნდება, ჩინეთი იქნება ყველაზე ძლიერ პოზიციაზე, რათა, სამომავლოდ, სათავეში ჩაუდგეს მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო ზონას.

ჩინეთის ხელისუფლება სიამოვნებით მიიღებს ორგანიზაციაში ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც.

ჩინეთი და რუსეთი უკვე ცდილობენ, მეტოქეობა გაუწიონ აშშ-ს ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გავლენის მოპოვებაში და ბოლო წლების მანძილზე მსხვილი ინვესტიციებიც ჩადეს.ჩინეთის სახელმწიფო ბანკებმა ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში 2005 წლის შემდეგ 120 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g