LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასი მსოფლიო ბირჟებზე რეკორდულად ეცემა

106

ოპეკის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) შეხვედრის წინ, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა.

2016 წლის 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუიორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 46,38 (- 0,66)   დოლარი/ბარელზე.

ნიუიორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  45,25 (- 0,61) დოლარი/ბარელზე.

BBCის ინფორმაციით, ნავთობზე საორიენტაციო ფასი 4%–ითაა დაცემული, იმის მიუხედავად, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები წარმოების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
სექტემბერში, რვა წლის განმავლობაში პირველად, ოპეკის წევრებმა ნავთობის წარმოების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

მათ წარმოება დღეში დაახლოებით 700,000 ბარელით უნდა შეემცირებინათ. ამასთან, ირანს წარმოების გაზრდის ნება მისცეს. (რადგან ირანი საუდის არაბეთის _91417278_opecreutersრეგიონალური მეტოქეა)

ხელშეკრულების დეტალები დღეს, ვენაში, ოპეკის მორიგი შეხვედრისას უნდა გასაჯაროვდეს და შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნების ნაწილი სექტემბრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება(ყოველშემთხვევაში გადაწყვეტილებას არ ასრულებენ) და შესაძლოა ეს შეთანხმება აღარ შედგეს.

BBC-სთან წინასწარ მოლოდინებზე ინდონეზიის ენერგეტიკის მინისტრმა, იგნასიუს ჯონანმა ისაუბრა.

„არ ვიცი რა მოხდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ინდონეზიის ენერგეტიკის მინისტრმა.

ნავთობის ფასის ვარდნას საქართველოში საწვავის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც ექსპორტიორები ამბობენ, ფასზე გავლენას მსოფლიო ბაზარი და ლარის კურის ახდენს (რომელიც პერმანენტულად უფასურდება).

ამასთან გუშინ, მთავრობამ ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული დადებითი ტენდენციები საწვავის ფასთან დაკავშირებით, საქართველოზე ნაკლებად აისახება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები