LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო გადაზიდვები რეალურ დროში, საუკეთესო ფასად – გაიგეთ, რას გთავაზობთ „დენგრუპი“

695
60361870-2265854890332760-3660845843243597824-n

კარგ ფასად და თან, რეალურ დროში – საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „დენგრუპი“ მომხმარებელს ტვირთების ჩამოტანას მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, მომსახურების მაღალი სტანდარტით, სთავაზობს.

კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიოს მასშტაბით, პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელს ფლობს.

როგორც „დენგრუპში“ აცხადებენ, მათი კომპანია მომხმარებელს შემდეგ სერვისს სთავაზობს:

სახმელეთო ტრანსპორტირება;

არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება;

საშიში ტვირთების ტრანსპორტირება;

ტვირთების ექსპორტი;

შიდა ტრანსპორტირება.

„ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს: ტვირთის მიწოდებას კარიდან კარამდე, ტვირთების კონსოლიდირებას სხვადასხვა დატვირთვის ადგილიდან, ტვირთების ტრანსპორტირებას სატვირთო ავტომობილების სრული და ნაწილობრივი დატვირთვით (FTL, FCL), მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით, შიდა გადაზიდვებს დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით, ტვირთის ადგილმდებარეობის მარტივი მონიტორინგის შესაძლებლობას“, – აცხადებენ „დენგრუპში“.

მათივე ინფორმაციით, „დენგრუპის“ გადაზიდვები ხორციელდება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით. რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება „დენგრუპი“ ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ინარჩუნებენ მომსახურების მაღალ სტანდარტს და უზრუნველყოფენ მომხმარებლის ტვირთის უსაფრთხოებასა და კონტროლს.

„თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად, გთავაზობთ ყველა სახის შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას. პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება კონკურენტულ ფასად; ოპერატიულად გაწვდით ტვირთის სტატუსს და ადგილმდებარეობს; ამასთან, ჩვენთან გემსახურებათ პირადი ლოგისტიკის მენეჯერი – ცხადია, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს უპარატესობას ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან“, – განმარტავენ „დენგრუპში“ და ამბობენ, რომ მათი მიზანია, მაქსიმალურად ლოიალური თანამშრომლობის ფორმატის ქონა საკუთარ მომხმარებელთან. შესაბამისად, ტარიფები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და მოქნილია, რაც რიგ შემთხვევებში კონსიგნაციის პირობით თანამშრომობასაც გულისხმობს.

„რაც შეეხება „დენგრუპის“ სამომავლო გეგმებს, ჩვენი მიზანია ტვირთბრუნვის გაზრდა როგორც იმპორტის, ასევე განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის გაზრდაში, ჩვენი წვლილის შეტანას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მიზნად გვაქვს უცხოელი აგენტების და პარტიორი კომპანიების ქსელის გაფართოება, რაც პორტფელის მეტად დივერსიფიცირების საშუალება მოგვცემს და შესაბამისად ჩვენი მომსახურების ფასებზეც აისახება“, – აცხადებენ კომპანიაში.

„დენგრუპი” ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს, მომხმარებელს სთავაზობს, როგორც შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით (რუსეთი, უკრაინა, ბელaრუსი), ასევე ევროპის ნებისმიერ წერტილში და ცენტრალურ აზიაში. აგრეთვე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დეტალური ინფორმაცია “დენგრუპის” შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე, ან ფეისბუქგვერდზე: dengroup.ge  , “დენგრუპი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g