ლიონელ მესიმ კობი ბრაიანტის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა. ამის შესახებ “ბარსელონას” კაპიტანმა სოციალურ ქსელში დაპოსტა.
“სიტყვები არ მყოფნის…
მინდა ჩემი სიყვარული გამოვხატო კობის მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად დროის გატარება. შენ გენიოსი იყავი. ერთი იმ ცოტაოდენი ადამიანისგან”, – დაწერა მესიმ “ინსტაგრამზე.”
კობი და ჯიჯი: ბრაიანტი და მისი ქალიშვილი კალათბურთის ვარსკვლავობაზე ოცნებობდნენ (კობის და ჯიჯის ფოტოები)
შეგახსენებთ, გუშინ, ლოს-ანჯელესის მახლობლად, კატასტროფა განიცადა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა, რომელშიც თავად სპორტსმენის გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.
https://www.instagram.com/p/B7zMrzTC6nU/?utm_source=ig_web_copy_link