სოფი ტერნერმა „სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო სეზონში სანსა სტარკის ბედზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ახალ სერიებში მის პერსონაჟს ბევრი დაბრკოლება ელის.
შეგახსენებთ, რომ მეექვსე სეზონში სტარკების უფროსი ქალიშვილი ჯონ სნოუმ ვინტერფელის სასახლეში დააბრუნა.
ტერნერის თქმით, სანსას წინ ბევრი პრობლემა ელოდება. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი გრანდიოზული დასასრულისკენ მიდის“, – დაამატა ტერნერმა.
