LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Bentley ზამთრის კროსოვერად გადააქციეს

102
crnw5

კომპანია Bentley–მ ახალი ყველგანმავალი კუპეს Continental GT–ს შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა. ავტომობილი ჩემპიონატი GP Ice Race–ისთვის ემზადება და ყველაზე ცივ რბოლაში პილოტობას ბრიტანელი მრბოლელი კეტი მანინგსი ითავებს.

ავტომობილის რბოლისთვის მომზადების პროცესში, მწარმოებლის სპორტული დანაყოფის სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კონსტრუქცია დიდად არ შეეცვალათ. თუმცა, კარკასის დამატება, ხანძრის ჩაქრობის სისტემა და უსაფრთხოების ახალი ღვედების დამონტაჟება მაინც დასჭირდათ.

კაპოტის ქვეშ ავტომობილს ისევ W12 6.0 ძრავი აქვს დამონტაჟებული და 635 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 0–დან პირველ „ასეულს“ კუპე 3,7 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 333 კმ/სთ–ია.

რაც შეეხება ზამთრის ფესტივალს GP Ice Race, შეჯიბრი სტარტს პირველ თებერვალს აიღებს და მაყურებელს საოცარი შოუს ნახვის საშუალება მიეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g