ახალი Mercedes-Benz S-Class-ის დებიუტი ძალიან მალე შედგება, მანამდე კი პაპარაცებმა მისი გადაღება ქარხნის ტერიტორიაზე შეძლეს. როგოც კადრებში ჩანს, მოდელმა ძველი რადიატორის ბადე შეინარჩუნა, ფარები და ბამპერი კი სრულად ახალი ფორმისაა.
როგორც ჩანს, S-Class და განახლებული E-Class ქარხანაში ერთდღიანი სხვაობით დაამზადეს. შტუტგარტის სედანები წინა ფარებზე უარს იტყვიან და განსხვავებულ ბამპერებსაც მიიღებენ.
S-Class–ის სალონში გიგანტურ სენსორულ დისპლეის დაამონტაჟებენ. მოდელი ინოვაციურ ავტოპილოტს და ელექტრონულ აგრეგატსაც მიიღებს.
ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ ახალი Mercedes – Benz–ის პრემიერა წლის ბოლომდე შედგება და ამას მოწმობს პაპარაცული კადრებიც, სადაც საბაზისო ვერსია აშკარად დასრულებულად გამოიყურება.