რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემაში „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მიშიკო რამიშვილი ესტუმრა. მომღერალმა რადიოს მსმენელისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. გადაცემაში მომღერლის ახალი სიმღერის ,,სიო ფოთლებს აცახცახებს” პრემიერა შედგა.
მოგვიყევი შენს შემოქმედებაზე, შენს პირველ სიმღერაზე…
თქვენთან მოსვლა ელექსირია, სიმშვიდის და კარგი განწყობის, ამიტომ ყოველი აქ მოსვლა მახარებს და მიყვარს. 3 წლის ასაკიდან დავიწყე გიტარაზე დაკვრა, პედაგოგობა საკუთარ თავზე მამამ აიღო, შემდეგ დაახლოებით მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც დავწერე პირველი სიმღერა დედაზე. იმ პერიოდში ვსწავლობდით ცნობილი პოეტების ლექსებს, ერთ-ერთი ლექსი ქალბატონი ნაზი კილასონიასი გახლდათ, რომელიც გვქონდა სასწავლი, ღამით რაღაც ძალამ წამომაყენა მივედი პიანინოსთან და ამ ლექსზე დავწერე მელოდია და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემს სიმღერებს ყოველთვის ჩემთვის ვინახავდი და არ ვასაჯაროვებდი, ამის გამო მამა (ოთარ რამიშვილი) სულ მსაყვედურობდა. როდესაც მამა გარდაიცვალა, დავიწყე მისი სურვილის შეესრულება და გავასაჯაროვე სიმღერები.
ოთარ რამიშვილის გადმოსახედიდან, რომ გვითხრა რას გეტყოდა შენს შემოქმედებაზე?
ჩემი სიმღერები ძირითადად ჰარმონიულია და მოძრავი, სულ ამაზე ჰქონდა საუბარი მამას, მეუბნებოდა, რომ არასდროს არ შემეცვალა ეს სტილი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტექტს, როგორც შევიგრძნობ მას მელოდიაც ისეთი გამოდის.
მოგვიყევი ჩოხატაურის ისტორია…
გავიგე ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ ჩოხატაურის ცენტრის პატარა სკვერში, სადაც ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის და სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბილბორდია, შეემატა მამაჩემის ოთარ რამიშვილის ბილბორდი. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩოხატაურის გამგებელს ირაკლი კუჭავას, რომელსაც გასულ ზაფხულს მივმართე განცხადებით. მიხარია , რომ ყველა დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს მამას.
მიშიკო რამიშვილი – სიო ფოთლებს აცახცახებს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშიკო რამიშვილი – მიყვარდი გიყვარდი. Live
მიშიკო რამიშვილი – ნავი. Live
მიშიკო რამიშვილი – მიყვარს დილა გაზაფხულის. Live
მიშიკო რამიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები