LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე საცობიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინეს

84
moscow-news45

ჰოლანდიური კომპანიის TomTom–ის სპეციალისტებმა ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს და მსოფლიო გზების გადატვირთულობა შეაფასეს.

2019 წლის ყველაზე საცობიანი დღე 8 მარტი აღმოჩნდა, ყველაზე თავისუფალ დღედ კი ანალიტიკოსებმა 2 მაისი დაასახელეს. ყველაზე მეტად გზები როგორც წესი, საღამოს პიკი საათის დროს იტვირთებოდა და თუკი ადამიანი გზაზე პიკი საათამდე ერთი საათით ადრე გავა წელიწადში 5 საათს მაინც დაზოგავს.

მთლიანობაში 2019 წელს მძღოლებმა საცობში 225 საათი ან 9 დღე და 9 საათი გაატარეს. ეს დრო კი სრულებით საკმარისი იყო – 10 ზედატანის მოსაქსოვად, 10 819 ორცხობილის გამოსაცხობად ან 225 ხის დასარგველად.

საცობიან დასახლებათა რეიტინგში პირველი ადგილი ინდურ ბანგალორს ერგო, სადაც გზების გადატვირთულობა 71%–ით შეფასდა. მეორე ადგილზე ფილიპინური ქალაქი – მანილა გავიდა, მესამე პოზიციას კი – კოლუმბიური ბოგოტა ასრულებს. გადატვირთულთა ხუთეულში მოხვდა ასევე ინდური მუმბაი და პუნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g