ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა, რომელსაც ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა.
რაც შეეხება, თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს, ის თავდაპირველად ხობის საავადმყოფოში შეიყვანეს თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, ამ დროისათვის კი, ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.