სულ ცოტა ხნის, წინ „მაშველების“ ვარსკვლავი, პამელა ანდერსონი, მეხუთედ გათხოვდა. მისი რჩეული, 74 წლის ჯონ პიტერსი იყო, რომელსაც პამელა 80-იან წლებში ხვდებოდა.
მე-5 ქორწინება - პამელა ანდერსონი 74 წლის ჯონ პიტერსთან ერთად „გაიპარა“
„35 წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მინდოდა, ის ჩემი შთაგონების წყაროა.“- აცხადებს 74 წლის პიტერსი. წყვილი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდა, ეს პამელასთვის მეხუთე ქორწინებაა.
ახლა კი „ჰოლივუდ რეპორტიორის“ ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს ქორწინებიდან სულ რაღაც 12 დღეში გაეყარა.
„ჩვენ პაუზას ვიღებთ იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, რა გვინდა ერთმანეთისგან“ – განაცხადა 53 წლის პამელამ.
შეგახსენებთ, წყვილის ქორწილი 20 იანვარს, მალიბუზე შედგა.