მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვების გარდაცვალებაზე და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე წერს.
როდესაც ბავშვების გარდაცვალებას განვიცდით (რაც ლოგიკური, ადამიანური და კარგია), სულ ვფიქრობ ასეთ რამეზე: თუ ყველაფერს შეხედავ მეტაფორულად და წარმოიდგენ, რომ ხარ კატასტროფულ ვითარებაში, ომში, სადაც ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანები იტანჯებიან, შიმშილია, ტკივილია, ძალადობაა და უსიყვარულობაა. ვერ იცავ შვილს, რომელიც გულზე გყავს მიკრული და მოდის ადამიანი, ძლიერი, დაცული და სანდო. გამოგართმევს ამ ჩვილს, ახლა ის მიიკრავს გულზე და გაარიდებს აქაურობას იმ დათქმით, რომ აუცილებლად, აუცილებლად წაგიყვანს შენც შენ შვილთან, იქნებ ტანჯვაც კი შეგიმსუბუქდეს კაცს და დაელოდო, როდის მოგკიდებს ხელს ეს სანდო, სამართლიანი და კეთილი კაცი და თბილ, მყუდრო, მშვიდ და ბედნიერ სახლში წაგიყვანს ამ ომიდან. სახლში, სადაც შენი შვილი ყოველ დღე სულმოუთქმენლად გელოდება.
მჯერა, რომ დედ-მამისა და შვილების, შეყვარებულების, მეგობრების სულებს აქვთ უნარი ერთმანეთი სხვა სივრცეშიც მოძებნონ, მეტიც, მიიზიდონ და მიიხუტონ ისე, რომ ვეღარავინ დააშოროს. ალბათ, ამ მიხუტებული ადამიანების სულების ერთობაა ღმერთი.
https://www.facebook.com/zemkhaproduction/posts/2478667179049979