LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში განათლების საბაზისო დონე საშუალოზე დაბალია – PISA

233

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ (OECD)  ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში საბაზისო განათლების დონე საშუალოზე დაბალია. PISA 2015-ის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის განათლების დონე მხოლოდ იორდანიას, ინდონეზიას, ბრაზილიას, პერუს, ლიბანს, ტუნისს, მაკედონიას, კოსოვოს, ალჟირსა და დომინიკების რესპუბლიკას უსწრებს.

PISA 2015 მათემატიკაში, საბუნებისმეტრველო საგნებსა და წაკითხულის გააზრებაში 15 წლის მოსწავლეების ტესტირების შედეგების მიხედვით შედგა. საქართველომ ამ საგნებში 411 401 და 404 ქულა დააგროვა და სიაში ბოლოდან მეთერთმეტე ადგილზეა.

კვლევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სინგაპურმა, იაპონიამ და ესტონეთმა აჩვენა. ხუთეულში არიან, ასევე, ჩინეთი და ფინეთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g