ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე, რომლებიც ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ჯამალაშვილსა და ფხალაძეს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ.
”9 თვეზე მეტია საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურამ შეგნებულად არ დაკითხა თავისი მოწმეები. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. მე ვთვლი, რომ ვიყავი 9 თვის განმავლობაში პროკურატურის პირადი ტყვე. არ მომცეს საშუალება ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა და წარმომედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა საქმეს. 16 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს და ალბათ, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება”, – განაცხადა ირაკლი ფხალაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.