NASA-ს ასტრონავტმა ჯესიკა მეირმა საკუთარი ტვიტერის ანგარიშის საშუალებით საზოგადოებას საშუალება მისცა ენახათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სელფი, რაც კი ოდესმე გადაუღიათ. მეირმა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრია, სელფები მაშინ გადაიღო, როდესაც იგი სკაფანდრით და სხვა საჭირო აღჭურვილობით სადგურის გარეთ, ღია კოსმოსში იმყოფებოდა.
მეირის თქმით, ამ შთამბეჭდავი სელფების გადასაღებად მან Nikon D5 ამოიყენა, რომელსაც 28 მილიმეტრიანი ლინზა აქვს. როგორც ხედავთ, ერთი სელფი გადაღებულია ისევე, როგორც ჩვეულებრივი სელფი. „ფოტოგრაფი“ კამერაში იყურება. მეორე სელფი კი სარკეში გადაღებულს წააგავს. მეირმა აღნიშნულ ფოტოზე ერთ-ერთ მზის პანელზე აღბეჭდილი საკუთარი ანარეკლი გადაიღო.
Fine, visor up this time – but at least the magnificent Earth still makes an appearance too. All #spacewalk #selfies (and other photos) made possible with a Nikon D5 with a 28 mm lens in a protective housing (visible in center of 2nd photo). #SelfieSunday pic.twitter.com/AlmUjvCWDj
— Jessica Meir (@Astro_Jessica) January 26, 2020
ჯესიკა მეირი პირველი ასტრონავტი არ არის, რომელმაც კოსმოსში სელფი გადაიღო. ეს პატივი წილად ერგო 1966 წლის მისიის, Gemini 12-ის ასტრონავტს, ბაზ ოლდრინს, რომელმაც ასევე შეძლო ღია კოსმოსში ყოფნისას საკუთარი თავი ფოტოზე აღებეჭდა.