იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღო ვიდეოკადრები, რომელშიც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტია ასახული.
“ეს არის საზარელი დანაშაული. ადამიანი, ვინც ეს ჩამიგდო, არის სოციალურ ქსელში აქტიური პიროვნება და არა ტროლი.” – განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან.
მომხდარის შესახებ დოლიძემ პოლიციას შეატყობინა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ფაქტთან დაკავშირებით გვიან ღამით ისანი-სამგორის სამმართველოში გამოიკითხა და გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მოგვიანებით დოლიძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
“ჩვეულებრივი მოქალაქისგან ფეისბუქზე მივიღე შეტყობინება, რომელიც შეიცავდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაციას არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის შესახებ. კარგია, რომ ამ მოქალაქემ მე მომართა. ყველა შემთხვევაში ჩვენ ასეთ დროს უნდა ვიმოქმედოთ. პირდაპირ დარეკეთ ხოლმე პატრულში. თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, კანონმდებლობით გვაქვს უფლება პირდაპირ განვაცხადოთ…
იმედი მაქვს გამოიძიებენ, კიბერდანაშაული ძალიან დიდი დანაშაულია, მარტო ერთ შემთხვევაში შეიძლება ამასთან ბრძოლა, თუ ყველა მოახერხებს და დროზე განაცხადეს და მეორე, თუ იქნება შესაბამისი ნება პასუხისგებაში მიეცენ ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა,”- განაცხადა დოლიძემ.
მომხდარის დეტალების დადგენას ახლა საგამოძიებო ორგანო ცდილობს.
https://www.facebook.com/anna.dolidze.351/videos/2508593949269931/UzpfSTE2OTY5ODI4Mzc4OTcxNjo2MzEzODMzMTc2MjEyMDg/?__tn__=%2Cd%3C*F-R&eid=ARBltk3Y70TUIORheiENuElx7hc73d4uvOGdDlsLVNgNYBbM60N7C7jJ98BIbPf16qZb7iS5j086qp43&hc_ref=ARSsfj4VabQjiXiDIEC6d0HTUWV0Kxt7mn7y1yXohFcyQfS5K7_n2SfEH9sRXYJP9ss