„მთავარმა არხმა“ ცნობილი ფილმის, „სიყვარული ყველას უნდა“, ასევე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ბურნუთას როლის შემსრულებელი, მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე ჩაწერა.
„მე ასე ვარ ცნობილი საქართველოში. ყველა ბურნუთას მეძახის. ამჟამად ვმუშაობბ მუშტაიდში, ოპერატორად, ბავშვებს ვაკატავებ. როცა მშობელი მოვა და მეუბნება, ჩემს ბიჭს შენთან ფოტოს გადაღება უნდაო, იმ დღეს საჭმელი აღარ მინდა, არ მშვივდება, ეს სიხარული მასულდგმულებს…
მსახიობს ძალიან ტრაგიკული ბედი აქვს. სმახიობი თუ არ გადაიღეს, ვერ ითამაშებს. საქართველოში ეს პროფესია საერთოდ არ არის დაფასებული. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მსახიობები ცხოვრობენ ყველაზე ცუდად. ემიგრაციაში წავედი გაჭირვების გამო, მღებავი ვიყავი, მძღოლად ვმუშაობდი, ნაგვის მანქანაზე….“