LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ უნიკალური Miura განაახლა

109
lamborghini-nws-stor

ისტორიულმა დანაყოფმა Lamborghini Polo Storico–მ პარიზის კლასიკური ავტომობილების სალონზე უიშვიათესი „მიურა“ ჩამოიტანა. სერია SVJ მთლიანობაში ოთხ ეგზემპლარს მოიცავდა და მისი შექმნისას სპეციალისტები P400 Jota–ს ვიზუალით ხელმძღვანელობდნენ.

პარიზში გამოფენილი Lamborghini Miura SVJ 1973 წელს, სპეციალურად გერმანელი ავტომრბოლელი ჰუბერ ჰანესთვის აიგო. თავიდან სპორტქარი შავი ფერის იყო, სალონი კი შავ–თეთრ ფერში იყო შესრულებული. 1977 წელს ჰუბერმა ავტომობილი ვერცხლისფერ ფერში გადაღება.

კუპე 2000 წლამდე გერმანიის საზღვრებში რჩებოდა, შემდეგ კი ის იაპონელმა კოლექციონერმა შეიძინა. მას შემდეგ Miura SVJ საზოგადოებაში აღარასდროს გამოჩენილა.

აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებმა საარქივო მასალა, ჩანაწერები და შემორჩენილი ფოტოები შეისწავლეს. მსგავსმა ანალიზმა მათ საშუალება მისცა, რომ ავტომობილის ორიგინალური ვიზუალი სრული სიზუსტით აღედგინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g