LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელი “ოსკარი” – აბსოლუტური ტრიუმფატორი კორეული ფილმი “პარაზიტი” გახდა

1057
678

წლევანდელმა “ოსკარის” რიგით 92-ე დაჯილდოვების ცერემონიალმა იმედი გაუცრუვა, როგორც ქუენტინ ტარანტინოს გულშემატკივრებს, ასევე სემ მენდესის თაყვანისმცემლებს. აკადემიამ გადაწყვიტა, რომ არც ამერიკელ და არც ბრიტანელ რეჟისორებს წელს “ოსკარი” არ ეკუთვნით და აბსოლუტურ ტრიუმფატორად კორეელი ბონგ ჯუნ ჰო დაასახელა. დიახ, კორეული ფილმი “პარაზიტი” 4 მთავარი “ოსკარის” მფლობელია. წლის ფილმი, წლის უცხოენოვანი ფილმი, წლის რეჟისურა და წლის ორიგინალური სცენარი. ეს ნამდვილი დღესასწაულია კორეული კინომატიგრაფისთვის, მაგამ დიდი იმედგაცურუება ამერიკული კინოსთვის.

რაც ეხება მსახიობებს, აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მთავრი როლებისთვის “ოსკარი” რენე ზელვეგერსა და ხოაკინ ფენიქსს გადაეცათ, მეორეხარისხოვანი როლებისთვის, ლორა დერნსა და ბტედ პიტს. წლის სიმღერის გამარჯვებული სერ ელტონ ჯონი გახდა. წლის მთავარი ნომინაციის, წლის ფილმის გამარჯვებული, ამერიკული კინოს ლეგენდამ, ბრიჯიტ ფონდამ გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g