12 დეკემბერს ცნობილი გახდა „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების ვინაობა. გამარჯვებულებს 8 იანვარს, რიგით 74-ე ცერემონიაზე გამოავლენენ. იქამდე კი თვალი გადავავლოთ ფილმებს, რომლებიც ერთმანეთს „ოქროს გლობუსს“ წლის სუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში ეცილებიან. დიდი ალბათობთ ამ ფილმებს ოსკარის ნომინანტთა სიაშიც ვიხილავთ. მოდით გავიგოთ, რატომ უნდა ვნახოთ ეს ფილმები.
გარტ დევისის დრამაში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რუნი მარა და დევ პატელი ასრულებენ. ფილმი ხუთი წლის ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლკატაში იკარგება. მას უამრავი სიძნელის გადალახვა მოუწევს, სანამ ავსტრალიელი წყვილი იშვილებს. 25 წლის შემდეგ კი ბიჭი თავისი ნამდვილი ოჯახის მოსაძებნად სამშობლოში ბრუნდება.
ბარი ჯენკინსის დრამა აფროამერიკელი ხიტრონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში გადმოცემულია მთავარი გმირის ისტორიის სამი ეტაპი: ბავშვობა, თინეიჯერობის წლები და ახალგაზრდობა. მამაკაცი გამუდმებით ებრძვის გარესამყაროს, აქვს კონფლიქტი თანატოლებთან, შეუთავსებლობა ოჯახის წევრებთან და მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან. ფილმი Gotham Awards-ის ლაურიატია. მთავარი როლის შემსრულებელმა მახერშალალა ალიმ უკვე მიიღო კრიტიკოსთა ჯილდო კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის ასევე „ოქროს გლობუსის“ ნომინატიცაა.
კენეტ ლონერგანის ფილმი ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ძმის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვანი ძმისშვილის მეურვე ხდება. ის იძულებულია დაბრუნდეს მშობლიურ ქალაქში და გარდაცვილი ძმის შვილზე იზრუნოს. ფილმში მთავარ როლებს კესი აფლეკი, მიშელ უილიამსი და კაილ ჩანდლერი ასრულებენ. სხვათა შორის სწორედ კესი აფლეკს მიაკუთვნეს კინოკრიტიკოსებმა წლის საუკესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო Critics’ Choice Awards-ის ცერემონიაზე. ცხადია ის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტიცაა.
სამხედრო დრამა, რომელიც რიგითი დესმონ დროსის ისტორიას გვიყვება. ის რელიგიური შეხედულებების გამო უარს ამბობს ადამიანების მკვლელობაზე. მოგვიანებთ კი გადაწყვეტს, ომში სანიტრად წავიდეს და ჯამში 75 ადამიანის სიცოცხლეს იხსნის. მელ გიბსონს ამ საოცრად ემოციურმა კინოსურათმა 2001 წლის შემდეგ პირველი ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა. ის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზეცაა წარდგენილი. ფილმში მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი და ტერეზა პალმერი ასრულებენ.
ესაა დევიდ მაკენზის კინოსურათი, სადაც მთავარ როლებს კრის პაინი და ბენ ფოსტერი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, განქორწინებული მამა და მისი ძმა შეიმუშავებენ სარისკო სქემას, რათა დასავლეთ ტეხასში ოჯახური ფერმა მძარცველებისგან იხსნან.