ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 51 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში ამბობენ, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პროზექტურაში გადაყვანის შემდეგ მამაკაცის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღმოაჩინეს თავის, კიდურების და მუცლის არეში.
ოჯახი პასუხისმგელობას კლინიკას აკისრებს და ამბობს, რომ კაცს გულის პრობლემები არ ჰქონია.
“პასუხისმგებლობა მედპერსონალს უნდა დავუყენოთ… ლომივით კაცი იყო და არაფერი გული არ სტკიოდა. ამიტომ, ყველაფერი გასარკვევია, დასადგენია რა მოხდა, რის გამო გარდაიცვალა”, – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი “მთავარ არხთან” საუბრისას.