ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უცხოური მედიის ცნობით, კატასტროფის მომენტისთვის თვითმფრინავში სამხედრო პერსონალის 10 წარმომადგენელი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
ავარიის სავარაუდო მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 