LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model X ტექნიკური პრობლემის გამო ბაზრიდან გამოიწვიეს

97
tesla-model-x-nwsb

კომპანია Tesla–მ აღიარა, რომ Model X–ის წარმოებისას შეცდომა დაუშვა, ამიტომ 15 ათასამდე მოდელს უკან გამოიწვევს. საუბარია საჭის მექანიზმზე, რამაც შესაძლოა  მძღოლს მართვის დროს პრობლემა წარმოუქმნას და სერიოზული ავარიის მიზეზი გახდეს.

გამოცემა The New York Times–ის ინფორმაციით, შესაკეთებელია 2016 წელს გამოშვებული მოდელების უმრავლესობა, გაუმართაობა აღმოაჩნდა ასევე 2018 წელს გამოსულ 123 ათასამდე Model S–საც.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს 50 ათას Model S–ს და Model X-ს შემოწმება დასჭირდა, რადგან ეჭვი მუხრუჭის გაუმართაობაზე ქონდათ. გამოწვევა შეეხო 2016 წლის თებერვლის შემდეგ გაყიდულ ელექტროქარებსაც. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ დეფექტი უხარისხო დეტალების ბრალი იყო და ეს დეტალები მათ მიმწოდებელმა შეცდომით მიყიდა. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გამო არც ერთი უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები