ვალენტინობა კარს მოგვდგომია, ამიტომ საინტერესოა თუ სად იქნება სადღესასწაულო ვახშამი ყველაზე დაუვიწყარი.
ყველაზე რომანტიკული საღამო – გემრიელ სამზარეულოს, ულამაზეს ყვავილებს, სიყვარულით სავსე გარემოს და რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ კომპანიონს გულისხმობს. მსგავსი დაწესებულების პოვნა მსოფლიოს ბევრ კუთხეშია შესაძლებელი.
Ascend Prime Steak & Sushi – სიეტლი
2018 წელს გახსნილი რესტორანი ქალაქის ცენტრში, ცათამბჯენის ბოლო სართულზეა განთავსებული და მისი მონახულება მხოლოდ ხედების გამოც ღირს. ხეებით გაფორმებული ინტერიერი კი საღამოს მართლაც განსაკუთრებულად აქცევს.
The River Café – ბრუკლინი, ნიუ იორკი
ლეგენდარული ბრუკლინის ხიდის ქვეშ განთავსებული კაფე საუკეთესო ადგილია მათთვის ვინც რომანტიკას და უგემრიელეს სამზარეულოს ეძებს.
Circa 1886 – ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა
ძალიან პოპულარული ჩარლსტონური რესტორანი თავის დროზე ავტოფარეხში მოაწყეს და ორიგინალური ვიზუალი დღემდე შენარჩუნებული აქვს.
Clos Maggiore – ლონდონი
ყვავილოვანი ხეების დიზაინი, მინის ჭერი და უგემრიელესი სამზარეულო – დანიშნულება შეყვარებულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
Ristorante Aroma – რომი
მე–17 საუკუნის სასახლის ბოლო სართულზე განთავსებული რესტორნიდან ულამაზესი ხედი პირდაპირ კოლიზეუმზე იშლება.
Restaurant le Meurice Alain Ducasse – პარიზი
მიშლენის სამი ვარსკვლავის მქონე რესტორანში მართლაც დაუვიწყარი ატმოსფეროა. სტუმრები ლოკაციას ხშირად ვერსალის სასახლესაც კი ადარებენ ხოლმე.
One If by Land, Two If by Sea – ნიუ იორკი
ულამაზესი რესტორანი ხელის სათხოვნელად თუ ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად ყველაზე პოპულარული ადგილია. ბუნებრივია, მას შეყვარებულებიც ძალიან ხშირად აკითხავენ.
Sheesh Mahal – ინდოეთი
ტბის სანაპიროზე განთავსებული რესტორანი ოქტომბრის ბოლოს იხსნება და სტუმრებს მარტის დასასრულამდე იღებს ხოლმე. მაგიდები პირდაპირ ღია ცის ქვეშ იშლება და შეყვარებულები ვარსკვლავების ფონზე ვახშმობენ.
Ristorante Quadri – ვენეცია
სან მარკოს მოედანზე მდებარე ისტორიული სასახლე ერთ დღესაც რესტორნად გადააქციეს და შეყვარებულების საყვარელ ლოკაციადაც მალევე იქცა.
Metis – ბალი
ბალიზე არარომანტიკული რესტორნის პოვნა თითქმის შეუძლებელია, თუმცა არის ადგილები სადაც თავს ნამდვილად სამოთხეში იგრძნობთ. სადაც უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო და პროფესიონალი შეფ–მზარეულები დაგხვდებიან.
Da Bouttau – კანი, საფრანგეთი
ისტორიულ ქუჩაზე განთავსებული რესტორანი არანაკლებ ისტორიულია და პირველი სტუმარი 1860 წელს მიიღო. დაწესებულება კლასიკური ფრანგული სამზარეულოს დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილია.
Nautika Restaurant – დუბროვნიკი, ხორვატია
ყველაზე რომანტიკული ატმოსფერო უამრავ ცნობილ წყვილს იზიდავს, დაწესებულებას მსოფლიო ვარსკვლავები თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ.
Nautika Restaurant – ლოს ანჯელესი
ჰოლივუდური რესტორანი სტუმრებს ზედმეტად კომფორტულ გარემოს უმზადებს. უგემრიელესი სამზარეულო კი საღამოს მართლაც სრულყოფილს ხდის.
Cecconi’s – მაიამის სანაპირო
სანაპიროზე განთავსებული სახლი ვენეციურ რომანტიკას ამერიკაში აცოცხლებს. განათება, რბილი ავეჯი და უგემრიელესი კერძები – მართლაც ბევრ წყვილს იზიდავს.
Le Train Bleu – პარიზი
გარე დე ლიონის სადგურზე მდებარე დაუვიწყარი კომპლექსი ჯერ კიდევ 100 წლის წინ გაიხსნა და ისეთ სტუმრებს ემსახურებოდა როგორიცაა – კოკო შანელი თუ ბრიჯიტ ბარდო.
Grotto Palazzese – პოლიგანო, იტალია
რომანტიკული დანიშნულება ადრიატიკის ზღვის სანაპიროზეა განთავსებული. წყვილებს უგემრიელესი კერძები და დაუვიწყარი ხედები იზიდავთ.