თუ უქმეებზე ფილმების ყურებას გადაწყვეტთ და იმის ფუფუნებაც გაქვთ, რომ ფილმს მთელმა ოჯახმა ერთად უყუროთ, მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაცია. 10 საუკეთესო ფილმი, რომელსაც ოჯახთან ერთად უნდა ჩაუსხდეთ.
პატარა მის ბედნირება
ოლივი პატარა გოგონაა, რომელიც ოცნებობს გაიმარჯვოს კონკურსში „პატარა მის ბედნიერება“. გოგონას გვერდში უდგას ოჯახიც, თუმცა, ყველა იმდენად დატვირთულია პრობლემებით, რომ ამისთვის ვერავინ იცლის. ფილმი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ ოჯახურ ფასეულობებზე.
გიჟური ქორწილი
ოჯახური კომედია 4 დაზე, რომლებიც განსხვავებული ტიპის მამაკაცებზე ქორწინდებიან. ერთის რჩეული ჩინელია, მეორე ცოლად არაბს მიჰყვება, ხოლო მესამე და, ებრაელს. მთელი ოჯახი ამჯერად მეოთხე დის ქორწილისთვის ემზადება. საოცრად პოზიტიური ფილმი ოჯახზე, რომელიც კომედიური ჟანრის მოყვარულებს გაახარებს.
ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი
ეს ფილმი დაგარწმუნებთ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. კინოსურათი გვასწავლის, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად არასოდეს უნდა დავნებდეთ და რომ მთავარი ცხოვრებაში ერთმანეთის სიყვარულია.
ესაა შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო
ეს ძველი ფილმი კომედიური ჟანრის კლასიკაა. ეს გახლავთ ფანტასტიკური სარეჟისორო ნამუშევარი. ფილმი 3 საათი გრძელდება, მაგრამ დრო თითქოს 3 წუთში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ის 45 წლის წინ გადაიღეს, აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
უოლტერ მიტის არაჩვეულებრივი ცხოვრება
იმისთვის, რომ იყო განსაკუთრებული, არაა აუცილებელი იყო სუპერმენი. ფილმი ერთ ჩვეულებრივ ადამიანზეა, რომელსაც დიდებული იდეები აქვს.
უცხოპლანეტელი
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ესაა მე-20 საუკუნის უდიდესი მიღწევა კინემატოგრაფიაში. ამ ფილმს ზედმეტი ქებაც არ სჭირდება, ის უბრალოდ უნდა ნახოთ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, დედამიწაზე ცოტა ხნით უცხოპლანეტელების ხომალდი ჩერდება. ყველაზე პატარა უცხოპლანეტელი დედამიწაზე რჩება, სადაც გაიცნობს პატარა ბიჭს და მისი მეგობარი ხდება.
ჰიუგო
ოსკაროსანი მარტინ სკორსეზეს საოჯახო ფილმი, რომელიც გარწმუნებთ, რომ რაღაც ჯადოსნური მართლაც შეიძლება მოხდეს. ესაა ძალიან ემოციური და ლამაზი ზღაპარი, რომლის მსგავსი დიდი ხანია არ გვინახავს.
გულის სიღრმეში მე ვცეკვავ
ძალიან ემოციური ისტორია ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბიჭებზე, რომლებიც უდიდესი პრობლემის მიუხედავად, არ კარგავენ ცხოვრების იმედს.
პის ცხოვრება
ინდოელი ბიჭი სახელად პი ზოოპარკის მეპატრონის ვაჟია. ოკეანის გადაცურვისას გემი, რომელშიც პი მშობლებთან და ცხოველებთან ერთად იმყოფება, შტორმში მოყვება. მოულოდნელად პი ერთ ნავში ცხოველთან ერთად აღმოჩნდება.
თემპლ გრანდინი
ფილმი მოგვითხრობს განსხვავებულ გოგონაზე, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. გოგონამ ცხოვრებაში უდიდეს წარმატებას მაიღწია. მან მოახერხა და შეცვალა სამყაროს დამოკიდებულება ამ დიაგნოზის მიმართ.