არაჩვეულებრივი რომანი თუ მსუბუქი ფლირტი, ამაღელვებელი შეხვედრა თუ დაშორება – საინტერესოა, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები მომავალ წელს?
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
მფარველი პლანეტა – მარსი დიდი ხნით დაგმუხტავთ ენერგიით და გაიძულებთ მუდმივად ისწრაფვოთ მიზნების განხორციელებისკენ. წელიწადი მხიარული და დინამიური იქნება. თუმცა, რომანტიკული თავგადასავლები წლის დასაწყისში ნაკლებადაა მოსალოდნელი, რისი მიზეზიც პირველ რიგში თქვენი გაუბედაობა და სიზარმაცეა. ზაფხულში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდება, თქვენს ცხოვრებაში ან ახალი პარტნიორი გამოჩნდება, ან ძველი ურთიერთობს გადაავლებთ თვალს და რადიკალურად შეცვლით თქვენს პრიორიტეტებს. როგორც არ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შთაგონების და სიხარულის მომტანი იქნება, თუმცა, არც სამომავლო პერსპექტივები გაგიცრუებენ იმედს.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
2017 წელი თქვენთვის არჩევანის წელიწადი იქნება. შესაძლოა, თქვენ უბრალოდ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ საუკეთესო ვარიანტს მიაგენით და აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. იანვარში იგრძნობთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გატაცება იმაზე შორს გაიძულებთ წასვლას, ვიდრე გეგმავდით. გონივრული გამოსავალი რთული სიტუაციიდან, პაუზის აღება და ყველაფრის კარგად გააზრება იქნება. როგორც ამბობენ, ცხოვრებაში ყველაზე ფასეული გამოცდილებაა და თქვენც სწორედ მდიდარი გამოცდილების წყალობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
ხართ თუ არა მზად, სერიოზულად დაიწყოთ ფიქრი პირად ცხოვრებაზე? – როგორც ჩანს ნაკლებად. მნიშვნელოვან მოვლენებს 2017 წლის დასასრულს ელოდეთ, მანამდე კი, საკუთარ თავში სცადეთ გარკვევა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ არსებული ურთიერთობა ზედმეტად გზღუდავთ, თქვენ კი, მეტი თავისუფლება გჭირდებათ. მცდელობა, გააგებინოთ პარტნიორს საკუთარი სურვილები, ნაკლებად შედეგიანი იქნება, თუმცა ურთიერთობის დასრულება თქვენთვის მაინც შვების მომტანი აღმოჩნდება. წლის დასასრულს რომანტიკული თავგადასავლებით გაგახარებთ, ეცადეთ ცოტა ხნით მაინც თქვათ უარი საკუთარ თავქარიანობაზე, სერიოზულად დაფიქრდით, რა გინდათ და რას ეძებთ ახალ პარტნიორში, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
წლის დასაწყისი ნაკლებად იქნება სასიამოვნო ცვლილებების მომტანი, თუმცა, შემოდგომიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ოქტომბერში თქვენი გატაცება ბევრად სერიოზულ სახეს მიიღებს, იმ შემთხვევაში კი, თუ დიდი ხანია რომანი გაქვთ, მზად იყავით სიურპრიზებისთვის და ახალი ემოციებისთვის. წლის ბოლოს თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ და უამრავს შეგპირდებათ. არჩევანი ძველსა და ახალს შორის, სტაბილურ ურთიერთობისა და ოცნებებს შორის მხოლოდ თქვენი გასაკეთებელი იქნება.
ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)
წელიწადი საკმაოდ ცვალებადი იქნება. ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც. თებერვლის სიახლეები ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა გაიძულებთ დაფიქრდეთ, რამდენად სწორია თქვენს მიერ არჩეული გზა. აგვისტოს ბოლოს მიხვდებით, რომ უკეთესია შეჩერდეთ ან სულაც დაბრუნდეთ უკან. დეკემბრის თვეში მიხვდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, ერთგვარ სიმსუბუქეს იგრძნობთ და ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს.
ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)
წელიწადი მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ. იანვარში სერიოზულად დაფიქრდებით, გჭირდებათ თუ არა ის ურთიერთობა, რომელიც გაქვთ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის, ვინც გაიძულებთ გვერდიდან შეხედოთ იმ პრობლემებს, რომლებზეც მანამდე ჯიუტად ხუჭავდით თვალს. ეცადეთ მოაგვაროთ ყველა სირთულე და მხოლოდ მერე დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, რადგან ახლის დაწყება ძველის დასრულების გარეშე საკმაოდ რთული იქნება და ხშირად მოგიწევთ უკან დაბრუნება. ზამთარში ცვლილებები უკვე აშკარად თვალშისაცემი გახდება და თქვენც თავით გადაეშვებით რომანტიკულ თავგადასავლებში.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
წლის პირველ ნახევარში თქვენი ურთიერთობა სტაბილური იქნება, თუმცა იგრძნობთ, რომ ძალიან ბევრს გასცემთ, საპასუხოდ კი, ვერაფერს ღებულობთ. ზაფხულში ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, წერტილს დაუსვამთ ძველ რომანს და მხოლოდ საკუთარ თავზე დაიწყებთ ფიქრს. თუმცა, სიმშვიდე ხანმოკლე იქნება. შემოდგომაზე თქვენს ცხოვრებაში ძველი ნაცნობი გამოჩნდება და ახალ თავგადასავლებშიც დაუფიქრებლად გადაეშვებით. რა გამოვა ახალი რომანიდან მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, შესაძლოა მხოლოდ გაერთოთ და უარი თქვათ სერიოზული ურთიერთობის გაგრძელებაზე, ან პირიქით, თავად გააქტიურდეთ და ყველაფერი ქორწინებით დააგვირგვინოთ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბრი)
წლის დასაწყისში სიურპრიზი გელით, რომელიც დიდი ხნის ოცნებას აგისრულებთ და რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. შესაძლოა გგონიათ, რომ მომავალი თქვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა, ძალიან ცდებით, რადგან ძალიან მალე მიხვდებით, რომ ნებისმიერი სიტუაციის მმართველი თავად ხართ და ყველას დახმარების გარეშე შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. წლის მეორე ნახევარი რომანტიკული თავგადასავლებით იქნება სავსე, რომლებიც მოულოდნელ შეხვედრებს და ემოციებს მოგიტანთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
წლის დასაწყისში საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ, რადგან მიხვდებით, რომ ძველმა რომანმა საკუთარი თავი ამოწურა. კამათი, რომელიც თქვენი ინიციატივით გაჩნდება, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება და სამწუხაროდ გვიან მიხვდებით, რომ ზედმეტი მოგივიდათ, თუმცა უკან დაბრუნების და შეცდომების გამოსწორების სურვილი აღარ გექნებათ. გაზაფხულზე ახალ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა მალე მოგბეზრდებათ და წლის ბოლოს ხანგრძლივი ტაიმ-აუტის აღების გადაწყვეტილებას მიიღებთ.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – ან უკვე არსებული ურთიერთობა უნდა გადაიტანოთ ახალ ეტაპზე ან საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ყველაფერს. გაზაფხულზე სხვათა აზრის მოსმენა მოგიწევთ, რაც საკმაოდ გაგაღიზიანებთ თუმცა, თქვენს გადაწყვეტილებას მაინც ვერ შეცვლის. ზაფხულში სიტუაცია შედარებით სტაბილური იქნება და თქვენც გარშემომყოფების ზეწოლის გარეშე, მშვიდად შეძლებთ წარსულის გაანალიზებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.
მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)
წლის დასაწყისი საკმაოდ მშვიდი იქნება, თუმცა გაზაფხულიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, რაც თქვენს დაბნეულობას გამოიწვევს, რადგან ერთის მხრივ ძველი ურთიერთობის შენარჩუნება მოგინდებათ, მეორეს მხრივ კი, ახალი და გამოუცნობი მიგიზიდავთ. ეცადეთ სწორი არჩევანი გააკეთოთ, თუმცა წაგებული არცერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდებით. მთავარია, გარისკოთ და თავად იყოთ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში.
თევზები (21 თებერვალი – 20 მარტი)
თებერვალის თვეში მომხდარი მოვლენები მთელი წლით განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას. ეცადეთ შეინარჩუნოთ ცივი გონება და ზუსტად გათვალოთ, როდისაა საჭირო პასიურობა და როდის აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა, რადგან ურთიერთობაში ინიციატივის გამოჩენა ყოველთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება. ზაფხულის ბოლოს რეალური შანსი გექნებათ იპოვნოთ თქვენი ბედნიერება, თუმცა მისი შენარჩუნება ისევ მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.