ქსელში ფილმის „ჯონ უიკი 2“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც მთავარ როლს კიანუ რივზი, რუბი როუზი, იენ მაკშეინი, ლორენს ფიშბერნი და სხვები ასრულებენ.
პროექტის რეჟისორი ყოფილი კასკადიორი ჩად სტაჰელსკია, რომელიც რივზთან ერთად „მატრიცაზე“ უკვე მუშაობდა. სწორედ მას ეკუთვნის ფილმში საკულტო ტრიუკები. ამას გარდა, მასვე ეკუთვნის „ჯონ უიკის“ პირველი ნაწილი, რომელმაც კინოკრიკოსების დადებითი შეფასებები გამოიწვია.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 9 თებერვალს შედგება.