LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცრად ემოციური ფილმები მხოლოდ ორი მსახიობის მონაწილეობით

728

ფილმები, სადაც ერთი ან ორი მსახიობი მონაწილეობს, ძალიან იშვიათად გამოდის.  ასეთი ფილმები გენიალური, ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი ხდება. აქ მთავარი აქცენტი სამსახიობო გუნდის პროფესიონალიზმსა და თითოეული სცენის ხარისხზეა დამოკიდებული. მოდით ვნახოთ 15 გენიალური ფილმი, რომელმაც თავი ორი მსახიობის მონაწილეობით დაგვამახსოვრა.

ვენერა ბეწვეულში 

რომან პოლანსკის ყველა ფილმი გამორჩეულად კარგია და ცხადია, არც ეს ფილმია გამონაკლისი. ფილმის მთავარი გმირები თეატრის რეჟისორი და მსახიობი ქალია, რომელმაც მის პიესაში უნდა ითამაშოს. დღითიდღე ამ ორი ადამიანის ურთიერთობა უფრო ღრმა და ინტიმური ხდება.

კაცი – შვეიცარული დანა 

ეს ფილმი ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურია, თუმცა, ფინალი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ესა არის დენიელ რედკლიფის საუკეთესო დრამატული როლი. პოლ დანოს ფანტასტიკური შესრულება კი ყველა მოლოდინს აჭარბებს.

გამომძიებელი 

ესა არის ფილმი, სადაც ყველა დეტალი ნიუანსების დონეზეა გათვლილი. ჯუდ ლოსა და მაიკლ კინის დუეტი კი ყველა მოლოდინს აჭარბებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ადვოკატი სტუმრად თავისი ცოლის საყვარელს ეპატიჟება და საინტერესო გარიგებას სთავაზობს.

ბზარი 

კრიმინალური დამნაშავისა და ახალგაზრდა პროკურორის დუელი მთელი ფილმის მანძილზე ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. ენტონი ჰოპკინსისა და რაიან გოსლინგის ფანტასტიკური დუეტი განსაკუთრებით თრილერების მოყვარულებს დააინტერესებს.

ქვეყანა კარადაში 

ეს ფილმი ნათელი დასტურია იმისა, რომ სულაც არაა აუცილებელი დიდი ბიუჯეტი კინოშედევრის შესაქმნელად. სიუჟეტის ცენტრში ორი ადამიანი, გამომძიებელი და მწერალი ქალი არიან. საბავშვო წიგნების ავტორს შუაღამით საკუთარი სახლიდან გაიტაცებენ და ის მოულოდნელად, ერთ ოთახში, სასტიკ გამომძიებელთან ერთად აღმოჩნდება. ამბობენ, რომ ეს ალან რიკმანის ერთ-ერთი საუკეთესო როლია.

ინტერვიუ 

პოპულარულ ჟურნალისტს დაავალებენ, აიღოს ინტერვიუ სერიალების ვარსკვლავისგან. ჟურნალისტისთვის ეს დავალება საკმაოდ უინტერესოა, რადგან მას არ სურს, საპნის ოპერის ვარსკვლავთან მთელი საღამოს გატარება. თავის მხრივ მსახიობი ქალიც არა არის მოხიბლული ირონიულ ჟურნალისტთან ურთიერობით. ამის მიუხედავად მათ დროის გატარება ერთად მოუწევთ. ფილმისთვის სცენარი თავად სტივ ბუშემმა დაწერა.

პერსონა 

ესაა საუკეთესო საშუალება გაიცნოთ რეჟისორ ინგმარ ბერგმანის შემოქმდება. „პერსონა“ ესაა საკვანძო ნაუშევარი მისი შექმოქმედებიდან. რეჟისორი გადმოგვცემს ახალგაზრდა მსახიობის ისტორიას, რომელიც მოულოდნელად დამუნჯდა სპექტაკლის დროს და მედდის ამბავს, რომელიც ცდილობს გამოიყვანოს ის ამ მდგომარეობიდან.

გათენებამდე 

ამ ფილმის გმირები ამერიკელი ჯესი და ფრანგი გოგონა, სელინი არიან. ისინი შემთხვევით ხვდებიან მატარებელში, რომელიც ბუდაპეშტიდან პარიზში მიემართება. სწორედ ამ ერთი ღამის მანძილზე ქალსა და კაცს შორის ნამდვილი გრძნობა ჩნდება, რომელიც მათ ყველაფერს ავიწყებთ. გათენებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ახალგაზრდები ცდილობენ, ყველა წუთითა და წამით დატკბნენ.

პორნოგრაფიული ურთიერთობები 

სიყვარულში იმედგაცრუებული ადამიანების ისტორია, რომლებიც ცდილობენ, დაივიწყონ წარსული და ურთიერთობა ააწყონ ყოველგავრი დაპირებებისა და გრძნობების გარეშე. სწორედ აქ ჩნდება ნამდვილი გრძნობა და წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, რა მოხდება მომავალში. სახელწოდების მიუხედავად, ესაა ძალიან თბილი, სუფთა და სიყვარულით სავსე ფილმი.

ანტიქრისტე 

ფილმი მეუღლების შესახებ, რომლებსაც ორი წლის შვილი დაეღუპებათ. ცოლს არ ასვენებს დანაშაულის შეგრძნება და სიგიჟემდე მიდის. ფსიქოთერაპევტი ქმარი კი მის დახმარებას ცდილობს. წყვილი სიმშვიდის მოსაპოვებლად საცხოვრებლად უღრან ტყეში გადადის და სწორედ იქ იწყება კოშმარი. ლარს ფონ ტრიერის ფილმში მთავარ როლებს შარლოტა გეინსბურგი და უილიამ დეფო ასრულებენ

კარამელი 

ფილმის სიუჟეტის მიხედვით 14 წლის ლოლიტა ინტერნეტით 32 წლის ფოტოგრაფს, ჯეფს გაიცნობს. ეს უკანასკნელი გოგონას სახლში ეპატიჟება. გოგონა ეჭვობს, რომ მამაკაცი პედოფილია და თანმხდება მის წინადადებას, რათა სიმართლე გაარკვიოს.

შეზღუდული დაისი 

ფილმი გვიყვება, როგორ იხსნის ერთი ადამიანი მეორეს თვითმკველობისგან. სწორედ ამის შემდეგ ტომი ლი ჯონსისა და სემუელ ჯექსონის გმირები ცდილობენ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ერთი საათისა და 30 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორი გენიალური მსახიობის დიალოგია, დრო მაინც საოცრად სწრაფად გადის.

სიცარიელე 

ფილმი ორი მეგობრის შესახებ გვიყვება, რომლებიც თავიანთ თავში ზებუნებრივ უნარებს აღმოაჩენენ. მათ შეუძლიათ, გააქრონ ყველაფერი უსიამოვნო. მათ შორის შიმშილის შეგრძნება და ცუდი მოგონებები ბავშვობიდან. ესაა კომედია საოცრად სპეციფიკური იუმორით.

ზღვარზე 

ესა არის ფილმი ორი მამაკაცის ურთიერთობაზე, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. ამის მიზეზი კი ქალია, რომლიც მათ უყვართ. ისინი ავიაკატასტროფის შემდეგ უღრან ტყეში ერთად აღმოჩნდებიან და მოუწევთ იბრძოლონ ერთმანეთის გადასარჩენად. ფილმში მთავარ როლებს ენტონი ჰოპკინსი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

განქორწინების ზღვარზე 

ამ ფილმში რასელ ქროუ და სელმა ჰაიეკი მეუღლეებს განასახიერებენ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მათ უზომოდ უყვართ ერთმანეთი, თუმცა თანაცხოვრება ბევრი პრობლემის წინაშე დააყენებთ. ესაა მუდმივი ბრძოლა სიყვარულსა და პრობლემებს შორის. როგორ დასრულდება ეს საოცრად ემოციური ისტორია, ფილმიდან შეიტყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები